პროტესტს ზომიერება სჭირდება - კვირის პალიტრა

პროტესტს ზომიერება სჭირდება

კინოს სახლში საგანგებოდ შეკრებილმა პოლიტიკოსებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კულტურის მოღვაწეებმა პროტესტი გამოხატეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარკამპანიის გამო.

- არსებობს საფრთხე იმისა, რომ იმ ჯგუფის ინტერესებში, ვინც გაავრცელა აღნიშნული კადრები, შედიოდეს საზოგადოების ზღვარგადასული აღშფოთების გამოხატვა, რასაც შემდეგ უკვე სხვა სახელებით მონათლავენ მთელი მსოფლიოს თვალში. სწორედ ამიტომ პროტესტსაც სჭირდება ზომიერება. ჩვენ მყარნი უნდა ვიყოთ ჩვენს პროტესტში, თუმცა მეტი ქილიკის საბაბი არავის არ უნდა მივცეთ, - აღნიშნა თავის გამოსვლაში ფიქრია ჩიხრაძემ.