სუბარს ტუღუში შეცვლის - კვირის პალიტრა

სუბარს ტუღუში შეცვლის

31 ივლისს პარლამენტმა რიგით მეოთხე სახალხო დამცველად სახელისუფლებო პარტიის კანდიდატი გიორგი ტუღუში აირჩია. იგი ამ პოსტზე 88 ხმით 8-ის წინააღმდეგ

დაამტკიცეს.

საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატ დიმიტრი ლორთქიფანიძეს მხარი მხოლოდ 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარმატება უსურვა გიორგი ტუღუშს ამ თანამდებობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ის ძალზე პრინციპული იქნება.

კენჭისყრის პროცედურას არ დასწრებია «ქართული დასის» ლიდერი ჯონდი ბაღათურია, რომელმაც პროტესტის ნიშნად კენჭისყრის პროცედურამდე დარბაზი დატოვა და მიზეზად ის გარემოება დაასახელა, რომ კანდიდატურების განხილვის საკმარისი დრო არ იყო და საზოგადოებას არ ჰქონდა საშუალება, კარგად გაცნობოდა კანდიდატებს. მისივე თქმით, მის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება იქნება იმის დასტური, რომ ერთი პარტია ორ დღეში ნიშნავს სახალხო დამცველს.