ზაზა აზმაიფარაშვილი გაათავისუფლეს... - კვირის პალიტრა

ზაზა აზმაიფარაშვილი გაათავისუფლეს...

ზაზა აზმაიფარაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. "ზაზა

აზმაიფარაშვილი თანამდებობიდან განთავისუფლებულია, თუმცა მას გამოეცხადა მადლობა გაწეული სამსახურისთვის. ოპერის თეატრი მალე რემონტისთვის უნდა დაიხუროს და ამიტომ გადაწყდა, რომ ორკესტრს მოწვეული დირიჟორები უხელმძღვანელებენ, როცა კონცერტები და სპექტაკლები გაიმართება", - აღნიშნა კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფიო ხუნწარიამ. ზაზა აზმაიფარაშვილი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია 2004 წლიდან. ამ წლების განმავლობაში მისი დირიჟორობით ოპერის თეატრში არაერთი სპექტაკლი დაიდგა