საქართველოში ეკლესია, პოლიცია და ჯარი ლიდერობენ - კვირის პალიტრა

საქართველოში ეკლესია, პოლიცია და ჯარი ლიდერობენ

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევის - "რას ფიქრობს ხალხი" - თანახმად, ნდობის რეიტინგში სამი ინსტიტუცია - საქართველოს

მართლმადიდებელი ეკლესია, პოლიცია და ჯარი ლიდერობენ.

ამავე კვლევების თანახმად, ქვეყნის მოსახლეობა ყველაზე დიდ გამოწვევად უმუშევრობას (59%), ტერიტორიულ მთლიანობას (45%) და ეროვნულ უსაფრთხოებას ასახელებს (13%).

საქართველოს ხელისუფლების მიღწევად ხალხი ინფრასტრუქტურის განვითარებას, გზებსა და სხვა სისტემებს, ასევე, კრიმინალთან ბრძოლას მიიჩნევს.

ამასთან, საზოგადოება მიიჩნევს, რომ რეფორმებია გასატარებელი ჯანდაცვისა და თავდაცვის სისტემებში.