რუსეთში "ნაშის" აუქმებენ - კვირის პალიტრა

რუსეთში "ნაშის" აუქმებენ

რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში მოძრაობა "ნაშის" გაუქმება იგეგმება. კრემლში მიიჩნიეს, რომ მოძრაობამ წინასაარჩევნოდ საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა და ამ ფორმით მის შენარჩუნებას აზრი არ აქვს.ამ ორგანიზაციის  მაგივრად ახალი მოძრაობა დაფუძნდება. "ნაშის" ხელმძღვანელები ამ ინფორმაციას უარყოფენ. მოძრაობა "ნაში" კრემლის ხელდასხმითა და დაფინანსებით 2005 წლის 5 აპრილს დაფუძნდა.