უკრაინაში სკანდალი მწიფდება - კვირის პალიტრა

უკრაინაში სკანდალი მწიფდება

უკრაინის გენერალური პროკურატურა შეამოწმებს, არიან თუ არა დაკავშირებულნი ყოფილი პრემიერები იულია ტიმოშენკო და პაველ ლაზარენკო დეპუტატ ევგენი შჩერბანის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტ ვადიმ გეტმანისა და ბიზნესმენ ალექსანდრ მომოტის შეკვეთილ მკვლელობებთან.საქმე ეხება 1996-1998 წლებში მომხდარ მკვლელობებს. მაშინ ლაზარენკო პრემიერ-მინისტრი იყო, ტიმოშენკო კი "უკრაინის ერთიან ენერგეტიკულ სისტემებს" აკოტროლებდა. უკრაინელი სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ზემოხსენებული პირები ტიმოშენკოს დაკვეთით ლაზარენკომ მოკლა. სამივე მოკლულს ტიმოშენკოსთან ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა. პროკურატურის მონაცემებით, კილერებს ფული ტიმოშენკოს ფირმების წარმომადგენლებმა გადაუხადეს.