ავიაკატასტროფა რუსეთში - კვირის პალიტრა

ავიაკატასტროფა რუსეთში

ტიუმენთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. კატასტროფაში 31 ადამიანი დაიღუპა, 12 კი მძიმედ დაშავდა. კატასტროფა ეკიპაჟის გადაწყვეტილებამ გამოიწვია - მათ გაფრენის წინ თვითმფრინავის კორპუსის გაყინვის საწინააღმდეგო სითხით დამუშავებაზე უარი თქვეს. ამის გამო ჰაერში ფიუზელაჟი გაიყინა, ძრავები მწყობრიდან გამოვიდა, ხომალდმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.