ათენში არეულობა გრძელდება - კვირის პალიტრა

ათენში არეულობა გრძელდება

ათენში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც 77 წლის პენსიონერმა დიმიტრის ხრისტოულასმა პენსიის შემცირების გამო პროტესტის ნიშნად, სიდაგმას მოედანზე, თავი მოიკლა."ვერ ვხედავ სხვა გზას, რომ ნაგვის ურნებში ქექვა თავიდან ავიცილო", - წერს პენსიონერი გამოსათხოვარ წერილში. Aხრისტოულასის თვითმკვლელობის შემდეგ პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და პოლიციელებზე "მოლოტოვის" კოქტეილით იერიში მიიტანა. მოგვიანებით აქციები მასშტაბური გახდა და მომიტინგეების წინააღმდეგ სამართალდამცველებს ცრელმლსადენი გაზის გამოყენება მოუხდათ. Aანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საბერძნეთში პენსიები და ხელფასები შემცირდა.