ტუარეგებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს - კვირის პალიტრა

ტუარეგებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს

მალიში ტუარეგებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და "აზავადის სახელმწიფო" დააარსეს. მათ გაეროს მიმართეს თხოვნით, აღიაროს ახალდაარსებული სახელმწიფო.ტუარეგები ჩრდილოეთ მალიში დამოუკიდებლობისთვის წლების განმავლობაში იბრძოდნენ. მათი პარტიზანული შენაერთები გადამწყვეტ შეტევაზე მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მალიში სამხედრო გადატრიალება მოხდა და პრეზიდენტი დაამხეს. რამდენიმე საკვანძო რაიონის დაკავების შემდეგ ტუარეგებმა ცეცხლი შეწყვიტეს და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება მოითხოვეს.