სომხები მემორიალს ითხოვენ - კვირის პალიტრა

სომხები მემორიალს ითხოვენ

"საქართველოს სომეხთა სათვისტომო" თბილისში 1915-1923 წლებში განხორციელებულ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის დადგმას ითხოვს.ამის შესახებ სათვისტომომ განცხადება გაავრცელა.„"სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები წარმოვადგენთ რაოდენობით მეორე, ხოლო თბილისში  პირველ  ეროვნულ  უმცირესობას და დღემდე არ გვაქვს ქვეყნის დედაქალაქში სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი რომელიმე ძეგლი-სიმბოლო",  - აცხადებს სათვისტომო და დედაქალაქის ხელმძღვანელობას მემორიალის აშენებაზე ნებართვის გაცემას სთხოვს.