ბოდენი დაბლოკეს - კვირის პალიტრა

ბოდენი დაბლოკეს

საქართველოში ბოშისა და მარშალის ფონდების დელეგაციის ვიზიტი გადაიდო. გერმანული მედიის ცნობით, ამის მიზეზია ის, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უარი განაცხადა, მიეღო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტერ ბოდენი და ბუნდესტაგის "მწვანეთა ფრაქციის" წევრი ვიოლა ფონ კრამონი იყვნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის ცნობით, ბოდენი საქართველოს ხელისუფლებას ფაშისტურ გერმანიასა და მესამე რაიხს ადარებს და აკრიტიკებს ქართული მხარის სტრატეგიას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. კრამონზე კალანდაძეს არაფერი უთქვამს, თუმცა, სავარაუდოდ, თბილისმა ის იმიტომ აითვალწუნა, რომ გერმანელი დეპუტატი ევროკავშირის სოხუმთან და ცხინვალთან ფრთხილ კონტაქტებს ემხრობა. თავად ბოდენი კალანდაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ მას საქართველოს ხელისუფლება ნაცისტური გერმანიისთვის არასოდეს შეუდარებია.