საქართველოში დაპატიჟეს - კვირის პალიტრა

საქართველოში დაპატიჟეს

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, საგარეო უწყებამ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიების წარმოგზავნა სთხოვა.მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დამკვირვებლებმა საარჩევნო გარემოს, მედიაგაშუქებისა და პოლიტიკური კონკურენციის მონიტორინგი უნდა განახორციელონ, რაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას შეუწყობს ხელს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსაწვევები  გაუგზავნა ეუთოს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).