არჩევნები გამოცდა იქნება - კვირის პალიტრა

არჩევნები გამოცდა იქნება

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის  შემდეგ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზეც ისაუბრა.მისი თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება. "ეს იქნება შანსი, აჩვენოთ, რამდენად შორს წახვედით. ვიცი, რომ ალიანსის წევრები ამას თვალს მიადევნებენ", - განუცხადა რასმუსენმა სააკაშვილს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).