გამოკითხულთა 90.7% ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა
"ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვას, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, დაუბრუნებდით თუ არა საქართველოს მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილს, გამოკითხულთა 90.7%-მა უპასუხა, რომ დაუბრუნებდა.
რესპონდენტთა 7,9% ამბობს, რომ არ დაუბრუნებდა, ხოლო 1.4%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
გამოკითხვა "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე 5 აპრილს დაიწყო და 6 აპრილს დასრულდა. საკუთარი მოსაზრება 1170-მა ადამიანმა დააფიქსირა.