გამოკითხულთა 90.7% ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა 90.7% ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას დაუბრუნებდა

"ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვას, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, დაუბრუნებდით თუ არა საქართველოს მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილს, გამოკითხულთა 90.7%-მა უპასუხა, რომ დაუბრუნებდა.

რესპონდენტთა 7,9% ამბობს, რომ არ დაუბრუნებდა, ხოლო 1.4%-ს უჭირს პასუხის გაცემა.

გამოკითხვა "ინტერპრესნიუსის" ვებგვერდზე 5 აპრილს დაიწყო და 6 აპრილს დასრულდა. საკუთარი მოსაზრება 1170-მა ადამიანმა დააფიქსირა.