პატრიარქმა ხელოვნურად გამოწვეულ გაუგებრობაზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ხელოვნურად გამოწვეულ გაუგებრობაზე ისაუბრა

"ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის გაუგებრობა ხელოვნურადაა შექმნილი. ეს ჩვენი დიდი პრობლემაა.მე სოხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი 11 წელი ვიყავი. ჩვენ მათთან კონფლიქტი არასდროს გვქონია. აფხაზები ჩვენი ძმები არიან. ასევეა ოსებთანაც. კავკასიაში არც ომია, არც მშვიდობა და ამ მდგომარეობის გაგრძელებაც აღარ შეიძლება. ჩვენ კავკასიაში მშვიდობა და კეთილდღეობა გვინდა",  - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თბილისში ვიზიტით მყოფ ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვთან შეხვედრაზე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).