თბილისში მანიფესტაცია გაიმართება - კვირის პალიტრა

თბილისში მანიფესტაცია გაიმართება

კოკა გუნცაძის, ნანა შონიასა და ლევან ჩიკვაიძის დაფუძნებულ "ამომრჩეველთა ლიგას" შეუერთდნენ ლევან გაჩეჩილაძე, გიორგი გაჩეჩილაძე (უცნობი), გოგა ხაინდრავა, გია ყარყარაშვილი, ბიძინა გეგიძე, ზაზა პაპუაშვილი, შოთიკო გლურჯიძე, კახა მიქაია და სხვები. როგორც დამფუძნებელ ყრილობაზე ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, 28 აპრილს თბილისის ქუჩებში თავისუფალი ქართველების მონაწილეობით გაიმართება მანიფესტაცია "თავისუფალი არჩევნებისთვის". მისი თქმით, დღეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში შემოვიდა ყველაზე წარმატებული ქართველი და ყველას მიეცა შანსი, ცხოვრებაში მიაღწიოს იმას, რასაც ნატრობდა. კოკა გუნცაძის პროგნოზით კი, შესაძლოა, საპროტესტო აქციები არჩევნებამდე დაიწყოს, რადგან ხელისუფლებას თავისი ქმედებებით აქეთკენ მიჰყავს საქმე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).