თარგამაძის ინიციატივა - კვირის პალიტრა

თარგამაძის ინიციატივა

"ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მოამზადა, სადაც მითითებულია - ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, თუმცა ამ ქვეყანაში დაიბადა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს,  არჩევნებში მონაწილეობის, პარლამენტში არჩევისა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება ექნება. გიორგი თარგამაძის აზრით, ეს საფრანგეთის მოქალაქე ივანიშვილს საარჩევნო პროცესში ლეგიტიმურად ჩართვის საშუალებას მისცემს და ქვეყანაში მოვლენების ესკალაცია აღარ მოხდება. ქდმ-ის ინიციატივას მხარი საპარლამენტო უმრავლესობამაც დაუჭირა. ივანიშვილმა კი თარგამაძეს ხელისუფლების ადვოკატი და "ნაცმოძრაობის" დანამატი უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ადვოკატ თარგამაძის მეშვეობით გააკეთა განცხადება, თითქოს მიხეილ სააკაშვილი კანონიერების სივრცეშია და ივანიშვილზე ზრუნავს. პარლამენტმა თარგამაძის ინიციატივაზე მსჯელობა უკვე დაიწყო (ვრცლად იხ. გვ. 6).