ივანიშვილის პასუხი - კვირის პალიტრა

ივანიშვილის პასუხი

ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნას უაზრო და უსუსური უწოდა. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სააკაშვილს ხელისუფლება მონოპოლიზებული ჰყავს. დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრისას "ქართული ოცნების" ლიდერმა მათ მოუწოდა, მაქსიმალურად მკაცრი პოზიცია დააფიქსირონ და აიძულონ საქართველოს პრეზიდენტი, დაუბრუნდეს კანონიერების სივრცეს. ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებულ ფასადურ დემოკრატიას ყველაზე კარგად პოლიციის გამჭვირვალე შენობები ასახავს. მისი თქმით, 21 აპრილს დაფუძნდება პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", უახლოეს მომავალში კი ბლოკი "ივანიშვილი - ქართული ოცნება" შეიქმნება, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილს დაასახელებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).