უარი ივანიშვილს - კვირის პალიტრა

უარი ივანიშვილს

საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ ბიძინა ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი უთხრა.4 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა, საქართველოს კანონმდებლობა კი სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ითვალისწინებს. რეესტრის დასკვნით, ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, უნდა მოეთხოვა ორმაგი მოქალაქეობა. რეესტრის დასკვნა იურისტებმა, მათ შორის "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" უკანონოდ მიიჩნიეს. ექსპერტებმა უკანონობის დამადასტურებელ ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანეს ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების თხოვნის ოფიციალური ფორმა, რომლის მიხედვითაც, პირი ამ მეთოდით მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევაში, თანხმობას გამოთქვამს, რომ უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).