თვითმარქვია პრეზიდენტი საკუთარ მთავრობას დაერია - კვირის პალიტრა

თვითმარქვია პრეზიდენტი საკუთარ მთავრობას დაერია

ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ საკუთარ მთავრობაში 23 თანამდებობის პირი მოხსნა. კოკოითის შესაბამისი ბრძანებულებები ცხინვალის

ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტმა გამოაქვეყნა. თანამდებობა დატოვა ასევე დე ფაქტო მინისტრების 12-მა მოადგილემ. ცხინვალში ვარაუდობენ, რომ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებით კოკოითიმ თავისი ოპოზიციის რიგები გააძლიერა.