დივერსიულ აქტს მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა - კვირის პალიტრა

დივერსიულ აქტს მნიშვნელოვანი ზარალი მოჰყვა

21 ოქტომბერს, ღამით, სენაკი-ფოთის სარკინიგზო მონაკვეთზე, სოფელ თეკლათთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანებული ლიანდაგის 150-მეტრიანი

მონაკვეთი აღდგენილია. შპს "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორის ირაკლი ეზუგბაიას განცხადებით, დივერსიის შედეგად მიყენებული ზარალი მნიშვნელოვანია. აფეთქების შედეგად ლიანდაგებიდან მაზუთით დატვირთული 12 ვაგონი გადავარდა. მაზუთი დაიღვარა, აფეთქება კი იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე შენობების შუშები ჩაიმსხვრა, წაქცეულია ელექტრობოძებიც. გამოყენებული იყო ტროტილის, ჰექსოგენისა და პლასტიდისაგან დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.