თბილისობის ტრადიცია გრძელდება - კვირის პალიტრა

თბილისობის ტრადიცია გრძელდება

ოქტომბრის ბოლო შაბათ-კვირას თბილისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული - თბილისობა გაიმართა. ამასთან დაკავშირებით დედაქალაქში არაერთი ღონისძიება

ჩატარდა.

უზარმაზარ საწნახელში კვლავაც დაწურეს ყურძენი, ლოკომოტივის სტადიონზე ბაზიერთა შეჯიბრი გაიმართა, ვაკის პარკში მინი "არტგენი თბილისობა" ჩატარდა, აბანოთუბანში კი, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელთა კონცერტები. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეამ, სახელწოდებით "თბილისი ხელოვნების ქალაქი" ქართველ მხატვართა გამოფენას უმასპინძლა, რომელიც თბილისობის დღესასწაულის 30 წლის იუბილეს მიეძღვნა. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში I საერთაშორისო სიმპოზიუმი "ქართული ხელნაწერი" საზეიმოდ დაიხურა.

დღის ბოლოს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არქიტექტურის დარგში პრემიის გადაცემის ცერემონია გაიმართა, კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში კი - ელისო ვირსალაძის კონცერტი. სასტუმრო "რედისონმა" თბილისის მოდის კვირეულს უმასპინძლა. სადღესასწაულო პროგრამის ბოლოს, თავისუფლების მოედანზე, ტრადიციულად, თბილისის საპატიო მოქალაქეთა დაჯილდოების ცერემონია და გალაკონცერტი გაიმართა.