მორიგი არქეოლოგიური აღმოჩენაც უნიკალურია
გორთან ახლოს, უძველეს ნამოსახლარზე მეცნიერებმა ორი უნიკალური კულტურულ-არქეოლოგიური შრე აღმოაჩინეს. ისტორიკოსების განმარტებით, ზედა ფენა
ძვ.წ. VIII-V საუკუნეებს, ხოლო ქვედა ფენა მტკავრ-არაქსის კულტურულ ეპოქას, ძვ. წ. მესამე ათასწლეულს ეკუთვნის.
არქეოლოგიურმა ექპედიციამ ამავე ტერიტორიაზე მეხუთე საუკუნის მცირე ზომის სამლოცველოც აღმოაჩინა, რომლის ორსაფეხურიანი საკურთხეველი თიხითაა ნაგები.