პარლამენტის შუალედური არჩევნების გაზაფხულზე გამართვას ითხოვენ - კვირის პალიტრა

პარლამენტის შუალედური არჩევნების გაზაფხულზე გამართვას ითხოვენ

ქრისტიან-დემოკრატები მმართველ გუნდს მიმართავენ, პარლამენტის შუალედური არჩევნები გაზაფხულზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად

გაიმართოს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქრისტიან-დემოკრატ ლევან ვეფხვაძის განცხადებით,"შუალედური არჩევნები ტარდება ძველი კანონმდებლობით და ძველი საარჩევნო ადმინისტრაციით, რომლის მიმართაც უნდობლობა არაერთხელ გამოხატულა. - ხელისუფლება აპირებს ამ არჩევნებში მონაწილეობას. ძველი კანონმდებლობით არჩევნების ჩატარება კი კონკურენციის შესაძლებლობას, პრაქტიკულად, გამორიცხავს, - განმარტა ვიცე-სპიკერმა.

მისივე თქმით, უკვე შექმნილია საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირებაზე მომუშავე ჯგუფი, რომლის ძირითადი მიზანი ახალი პრინციპების, ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტების გარდა, ახალი, მიუკერძოებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა უნდა იყოს.

პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩუღურეთის, ოზურგეთისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში  სექტემბრისთვის არის დაგეგმილი, ადგილობრივი არჩევნები კი - 2010 წლის მაისისთვის.