ღორის გრიპი კვლავ დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ღორის გრიპი კვლავ დაფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დაავადებულები უცხოეთის მოქალაქეები არიან. მათი მდგომარეობა სტაბილურია და საზოგადოებისთვის

დაავადების გავრცელების საფრთხეს არ წარმოადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაავადებულები აშშ-ის მოქალაქეები არიან და საქართველოში აგვისტოს ომის შესახებ ფილმის გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდნენ.

საქართველოში ე.წ. ღორის გრიპის უკვე 25 შემთხვევაა გამოვლენილი.