"ტიტანიკის" 100 წელი - კვირის პალიტრა

"ტიტანიკის" 100 წელი

15 აპრილს ლეგენდარული "ტიტანიკის" დაღუპვიდან 100 წელი შესრულდა. ხომალდი, რომელიც თავისი დროის უდიდეს და უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად ითვლებოდა, პირველ და უკანასკნელ რეისში 1912 წლის 12 აპრილს საუთჰემპტონის პორტიდან გავიდა და გეზი ნიუ-იორკისკენ აიღო.ბორტზე 2208 კაცი იყო. 14 აპრილს, 23:40 საათზე, გემი ატლანტის ოკეანეში აისბერგს შეეჯახა, რომელმაც "ტიტანიკის" 16 წყალგაუმტარი განყოფილებიდან 6 დააზიანა. ეკიპაჟმა დახმარების თხოვნის სიგნალი გადასცა და მგზავრების ევაკუაცია დაიწყო. 15 აპრილს გემი ჯერ შუაზე გადატყდა, 02:20 საათზე კი ჩაიძირა. საზღვაო კატასტროფას 1504 კაცი შეეწირა, გემმა "კარპატიამ" კი 704 მგზავრის გადარჩენა შეძლო. კატასტროფის 100 წლისთავთან დაკავშირებით, სუპერლაინერმა "ბარმორალმა" "ტიტანიკის" მარშრუტი სიმბოლურად გაიმეორა, ბელფასტში კი ლეგენდარული გემის მუზეუმი გაიხსნა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).