კორეელი სამხედროების კრახი - კვირის პალიტრა

კორეელი სამხედროების კრახი

ჩრდილოკორეული შორი მოქმედების რაკეტა "ინხა-3"-ის გამოცდა კრახით დასრულდა, - გაშვებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ჰაერში დაიშალა და ოკეანეში ჩავარდა. ფხენიანი ამ ინფორმაციას მოსახლეობას უმალავს. სამაგიეროდ, შვებით ამოისუნთქეს სამხრეთ კორეამ და იაპონიამ, რომლებიც კომუნისტ მეზობელს აგრესიულ ზრახვებში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ, ჩრდილოკორეელ სამხედრო მაღალჩინოსნებს ამ კრახისთვის პატიმრობა, ზოგიერთს კი დახვრეტაც ემუქრება.