პრინცი ტერაქტს გადაურჩა - კვირის პალიტრა

პრინცი ტერაქტს გადაურჩა

დანიელმა სამართალდამცველებმა ოთხი კაცი დააკავეს, რომლებიც კრონპრინც ფრედერიკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. სამი მათგანი შვედეთის, ერთი კი ტუნისის მოქალაქეა. ისინი ტერაქტს გაზეთ Pოლიტიკენ-ის რედაქციაში გეგმავდნენ, სადაც კრონპრინცი დაჯილდოების ცერემონიას უნდა დასწრებოდა. Dდანიის სამეფო ოჯახის წევრის მოკვლის მიზანი შურისძიება იყო. კერძოდ, ტერორისტები აპირებდნენ ფრედერიკის ლიკვიდაციით დანიისთვის სამაგიერო გადაეხადათ 2005 წელს ერთ-ერთ ადგილობრივ გაზეთში წინასწარმეტყველ მაჰმადის კარიკატურის გამოქვეყნების გამო.