გვინეაში გადატრიალება მოხდა - კვირის პალიტრა

გვინეაში გადატრიალება მოხდა

გვინეა-ბისაუში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა დააპატიმრეს ქვეყნის პრეზიდენტი რაიმუნდო პერეირუ და პრემიერი კარლოს გომესი. გადატრიალების მიზეზად სამხედროებმა ის დაასახელეს, რომ  ხელისუფლებას ანგოლასთან საიდუმლო შეთანხმება გაუფორმებია და უცხო ქვეყნის დახმარებით არმიის განადგურება სურდა. გადატრიალება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოხდა, რომელშიც ფავორიტი კარლოს გომესი იყო. გვინეა-ბისაუს ყველა პრეზიდენტმა კარიერა სამხედრო გადატრიალებით დაასრულა.