პანეტამ ქართველი სამხედრო მოინახულა - კვირის პალიტრა

პანეტამ ქართველი სამხედრო მოინახულა

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლეონ პანეტამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა.პანეტა ვალტერ რიდის ეროვნულ სამხედრო-სამედიცინო ცენტრს ესტუმრა, სადაც ვიცე-პოლკოვნიკი რეაბილიტაციის კურსს გადის.

31-ე ბატალიონის ოფიცერი რამდენიმე თვის წინ მოინახულეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აშშ-ის პირველმა პირმა ბარაქ ობამამ.