დეპუტატები ცელქობენ - კვირის პალიტრა

დეპუტატები ცელქობენ

10 აპრილს პარლამენტმა არაერთი კანონი დაამტკიცა. სხდომათა დარბაზის ტაბლოს მონაცემებით, დარბაზში 96 დეპუტატი იყო. როგორც ჟურნალისტებმა დაითვალეს, კენჭისყრამდე დარბაზში 61, კენჭისყრის დასრულებისას კი 47 დეპუტატი იმყოფებოდა. პარლამენტარებმა უკვე ტრადიციად ქცეულ მეთოდს მიმართეს და კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა სხვისი პულტებით ჩაატარეს. ოპოზიციამ საკანონმდებლო რეგლამენტის დარღვევა უშედეგოდ დააფიქსირა.