პრეზიდენტმა 200 მსჯავრდადებული შეიწყალა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა 200 მსჯავრდადებული შეიწყალა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 200 მსჯავრდადებული შეიწყალა. შეწყალების კომისიამ საპატიმროს დატოვების რეკომენდაცია 170 პატიმარზე გასცა, ხოლო სასჯელის განახევრებისა - 30 მსჯავრდადებულზე. შეწყალებულთა შორის 13 ქალია, ხოლო არასრულწლოვანი არც ერთი.