სამოქალაქო საზოგადოება სუსტია - კვირის პალიტრა

სამოქალაქო საზოგადოება სუსტია

USAID-ის მიერ დაფინანსებული კვლევის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. კერძოდ, ძალზე მცირეა იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციებთან კავშირი აქვთ ან მათ ენდობიან.კვლევის თანახმად, სამოქალაქო ჩართულობას ხუთი ფაქტორი აბრკოლებს: 1) მოქალაქეებმა არ იციან, რას წარმოადგენს ან რას აკეთებს არასამთავრობო ორგანიზაცია; 2) მოქალაქეებისთვის საჭირბოროტო საკითხები და ის საკითხები, რომლებზედაც არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ, ერთმანეთს არ ემთხვევა; 3) მეგობრებსა და ოჯახზე დამოკიდებულება არის არაფორმალური დაზღვევის ერთგვარი სახე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებში ჩართულობის სურვილს ანაცვლებს; 4) რთული ეკონომიკური გარემო ჩართულობისთვის საჭირო რესურსების ნაკლებობას იწვევს; 5) არაფორმალური ჩართულობის მცირე ინსტიტუციონალიზაციის გამო პროსოციალურ ქცევებს უფრო ერთჯერადი აქციების სახე აქვს, ვიდრე რეგულარული ღონისძიებებისა.