ინციდენტი მემორიალთან - კვირის პალიტრა

ინციდენტი მემორიალთან

9 აპრილის მემორიალთან უცნობმა სამოქალაქო პირებმა რამდენიმე მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და მიმდებარე ტერიტორიიდან გაიყვანეს.კერძოდ, უცნობმა პირებმა სცემეს ქალს და მის შვილს, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს. ასევე, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს მემორიალის ტერიტორია "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ხელმძღვანელს" გენადი კეკელიას, ოპოზიციური პარტიების რამდენიმე აქტივისტსა და მოხუც ქალს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ელოდებოდა, რომ დახმარება ეთხოვა. ეს პარლამენტთან  პრეზიდენტის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა. სავარაუდოდ, სამოქალაქო პირები პოლიციელები ან პრეზიდენტის დაცვის სამსახურის წევრები იყვნენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).