ტუღუში მინისტრების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს - კვირის პალიტრა

ტუღუში მინისტრების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს

სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა პარლამენტში 2011 წლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ნებისმიერი მინისტრის მიმართ, რომელიც ომბუდსმენის რეკომენდაციებს ჯეროვნად არ ასრულებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასმის საფუძველი არსებობს. ეს ომბუდსმენმა "ქრისტიან-დემოკრატების კითხვის პასუხად განაცხადა, რომლებიც დაინტერესდნენ, უნდა დადგეს თუ არა სასჯელაღსრულების მინისტრ ხათუნა კალმახელიძისა და დევნილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ტუღუშის ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა დევნილების მდგომარეობასა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ მძიმე ვითარებასაც. ანგარიშში ვერ მოხვდა "ქართუ ბანკის" ირგვლივ განვითარებული მოვლენები. თუმცა სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მან საკითხის შესწავლა დაიწყო და პოზიციის დაფიქსირებისთვის 2012 წლის ანგარიშს არ დაელოდება (ვრცლად იხ. გვ. 5, 32).