ივანიშვილი ვიზნერს შეხვდა - კვირის პალიტრა

ივანიშვილი ვიზნერს შეხვდა

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გაეროში აშშ-ის ყოფილ ელჩს, ფრენკ ვიზნერს შეხვდა. "ვიზნერმა საქართველოს კონსტიტუციაც კი გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე ჩვენმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა. მან საკმაოდ რთული კითხვები დამისვა. ვიმსჯელეთ იმაზეც, როგორი კრიზისი გველოდება არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემთხვევაშიც კი", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ივანიშვილმა. სხვათა შორის, 2011 წელს ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქთან გადადგომის შესახებ მოლაპარაკებას ვიზნერი აწარმოებდა. ვიზნერმა ქართველ ჟურნალისტებს სთხოვა, მისი ვიზიტი მესიჯად არ მიიჩნიონ და საქართველოსა და ეგვიპტეს შორის პარალელები არ გაავლონ. "უხერხულია პარალელების გავლება. თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს გამოცდილებას, ისტორიას, მომავალს და ისე შეასრულოთ სამუშაო, როგორც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის"", - აღნიშნა დიპლომატმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).