ივანიშვილზე თავდასხმის გეგმა - კვირის პალიტრა

ივანიშვილზე თავდასხმის გეგმა

ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელმაც 2010 წელს შვეიცარიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, "ქართული ოცნების" წევრ სოზარ სუბარს ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის დეტალები გააცნო. სუბარის ცნობით, კომახიძეს გეგმის შესახებ შუამავლის მეშვეობით ხელისუფლების იმ წევრმა შეატყობინა, რომელსაც დავალებული ჰქონდა თავდასხმის მომზადება.

გეგმის მიხედვით, ივანიშვილის ლიკვიდაცია რომელიმე რეგიონში უნდა მომხდარიყო და ამისთვის ორი კაცი იყო მომზადებული. თუ ერთი კილერის ფიზიკურ განადგურებას "ქართული ოცნების" ლიდერის დაცვა მოახერხებდა, საქმე ბოლომდე მეორეს უნდა მიეყვანა და დანაშაული საჯაროდ ეღიარებინა. სოზარ სუბარის ცნობით, თავდამსხმელი აუცილებლად უნდა წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე, ივანიშვილის მკვლელობის მოტივად კი პირადი შურისძიება უნდა გამოცხადებულიყო. სოზარ სუბარი ვარაუდობს, რომ პოტენციური კილერები ხელისუფლებას რომელიმე დანაშაულში ჰყავს გამოჭერილი, ან მათ ფსიქიკური პრობლემები აქვთ და აკვიატებული იდეები აწუხებთ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფორმაციას ივანიშვილზე შესაძლო თავდასხმის შესახებ არასერიოზული და რუსეთიდან შემოგდებული "უტკა" უწოდეს (ვრცლად იხ. გვ. 6).