"ნუ შეგეშინდებათ!" - კვირის პალიტრა

"ნუ შეგეშინდებათ!"

დიდ ხუთშაბათს სამების ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბრძანა, რომ არის დღეები, როცა ადამიანი განსაკუთრებით გრძნობს უფალთან სიახლოვეს, ხანდახან კი ფიქრობს, რომ უფალმა მიატოვა, თუმცა ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის. "როცა სიმარტოვეს გრძნობთ, არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არის. როცა სიახლოვეს გრძნობთ, ნუ გაამაყდებით, სიამაყე და ამპარტავნება არ უნდა დაგეუფლოთ, რადგან შეიძლება მარტო დარჩეთ", - ბრძანა უწმინდესმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).