ბედუინებს გადაასახლებენ - კვირის პალიტრა

ბედუინებს გადაასახლებენ

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნეგევის უდაბნოდან ბედუინებს სხვადასხვა სოფელსა და ქალაქში გაასახლებენ. თელ-ავივი მიიჩნევს, რომ უდაბნოში ბედუინები თვითნებურად დასახლდნენ.ისრაელში ბედუინების გასასახლებლად სპეციალური პოლიციური ქვედანაყოფებიც შექმნეს. ბედუინები უდაბნოს დატოვებას არ აპირებენ და ამან შესაძლოა, ისრაელში ახალი კონფლიქტის კერა შექმნას. ნეგევის უდაბნოში 30 ათასი ბედუინი ცხოვრობს. გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის თავიდან აცილების კომიტეტის განცხადებით ისრაელის ქმედება რასობრივი ქმედებების ლეგალიზაციისკენ არის მიმართული.