შურისძიების დღე - კვირის პალიტრა

შურისძიების დღე

ერაყში სუნიტურმა დაჯგუფებებმა შიიტური მთავრობის წინააღმდეგ შურისძიების დღე მოაწყვეს. კერძოდ, 19 აპრილს მათ ქვეყანაში ერთდროულად 20 ტერაქტი განახორციელეს, რომლის შედეგადაც 43 ადამიანი დაიღუპა, 61 კი დაიჭრა. შიიტმა პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქმა განაცხადა, რომ ტერაქტების ორგანიზატორები მკაცრად დაისჯებიან. თუმცა დასავლეთში მიიჩნევენ, რომ ერაყიდან ამერიკელების წასვლის შემდეგ, ადგილობრივი მთავრობა ქვეყანაში სიტუაციაზე კონტროლს თანდათან კარგავს.