სუდანში ომი დაიწყო - კვირის პალიტრა

სუდანში ომი დაიწყო

სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის ომი დაიწყო. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამხრეთ სუდანის შემადგენლობაში ნავთობით მდიდარი ჰეთლიგის პროვინცია აღმოჩნდა, რომლის დაბრუნება ჩრდილოელმა მეზობელმა მოინდომა. სუდანის პარლამენტმა თავისი ყოფილი ტერიტორია მტრად ოფიციალურად გამოაცხადა და ჯარები ჰეთლიგში გაგზავნა. ხართუმის მტკიცებით, რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ, სუდანის ჯარებმა პროვინცია დაიკავეს და მტერს უზარმაზარი ზიანი მიაყენეს. სუდანმა გამარჯვება პომპეზურად აღნიშნა. თუმცა მისი სამხრეთელი მეზობლის მტკიცებით, ხართუმი ცრუობს და ჰეთლიგში მისი ჯარები დამარცხდნენ. ომს უკვე შეეწირა 300-ზე მეტი ადამიანი.