ავიაკატასტროფა პაკისტანში - კვირის პალიტრა

ავიაკატასტროფა პაკისტანში

პაკისტანში, ისლამაბადთან ახლოს, "ბოინგ 737" ჩამოვარდა, რომელიც დედაქალაქში ყარაჩიდან მიფრინავდა. ავიაკატასტროფის შედეგად 127 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველთა ინფორმაციით, თვითმფრინავს ცეცხლი ჰაერში გაუჩნდა, შტოპორში ჩავარდა და სახლებს დაეცა. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ცოცხალი არავინ დახვდათ. გამოძიების ვერსიით, კატასტროფა ტექნიკურმა გაუმართაობამ ან რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია.