ტრამპის ვიზიტი - კვირის პალიტრა

ტრამპის ვიზიტი

ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი საქართველოს ეწვია. მან საქართველოს დედაქალაქში გიგი უგულავასთან ერთად ძველი თბილისი დაათვალიერა.საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ კი ბათუმში გაემგზავრა, სადაც პროექტ "ტრამპ თაუერის" პრეზენტაციას დაესწრო. მილიარდერის თქმით, საქართველოს შესანიშნავი პრეზიდენტი ჰყავს, რომელზეც მთელი საქართველო ლაპარაკობს და საერთოდაც, ჩვენი ქვეყანა ძალიან მოსწონს და თავი ზღაპარში ჰგონია. მისი თქმით, საქართველოს შავიზღვისპირეთში "ტრამპ თაუერის" აშენება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ბათუმში 47-სართულიანი "ტრამპ თაუერი" ამერიკელის ინვესტიციით კი არა, "სილქ როუდ ჯგუფის" ფულით აშენდება. საქართველოში მილიარდერის პარტნიორი კომპანია მხოლოდ ტრამპის ბრენდს გამოიყენებს (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).