მონობა თურქეთში - კვირის პალიტრა

მონობა თურქეთში

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ თურქეთში მომუშავე ქართველების მდგომარეობის შესასწავლად ექსპერიმენტი ჩაატარა - სამუშაოდ თურქეთში წავიდა და ტრეფიკინგის მახეში შეგნებულად გაება.დაუკავშირდა ვინმე თენგოს, რომელმაც ერთ-ერთი საწარმოს მეპატრონეს 250 ლირად "მიჰყიდა". ქარხნის მფლობელმა კი, იმის შიშით, რომ მუშა არ გაჰქცეოდა, პასპორტი წაართვა. ღოღობერიძის ცნობით, ქართველები მონურ პირობებში მუშაობენ. "ძალიან გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ ახალგაზრდა ბიჭები შუაღამემდე მუშაობენ. შემდეგ მითხრეს, რომ დამსაქმებლები მათ აბებს აძლევენ, რომელთა მიღების შემდეგ ენერგიის მოზღვავებას გრძნობენ", - აცხადებს ღოღობერიძე. ღოღობერიძემ თურქეთიდან გამოაღწია, თუმცა, მისი ცნობით, "მონობაში" ბევრი ქართველი დარჩა (სიუჟეტი იხ. www.aplitratv.ge-ზე).