ქონება ერთ ლარად - კვირის პალიტრა

ქონება ერთ ლარად

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მონაცემებით, 2011 წელს აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად 52 ობიექტი გაასხვისა. უცხოური კომპანიების სანდოობის გადამოწმება რთულია, რადგან ისინი საქართველოში ქონების შესაძენად რამდენიმე დღით ადრე რეგისტრირდებიან. აჭარაში სიმბოლურ ფასად ქონება, ძირითადად, თურქულ ან ქართულ-თურქულ კომპანიებზე გასხვისდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობას საჯარო რეესტრის შენობა ერთ ლარად გაუსხვისებია "საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლაზე", რომელსაც პრეზიდენტის დედა გიული ალასანია ფლობს.