"სტრასბურგის სასამართლოში ვაგრძელებ დავას" - კვირის პალიტრა

"სტრასბურგის სასამართლოში ვაგრძელებ დავას"

გასულ კვირას "ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილმა მმართველმა, ამჟამად პატიმარმა ანზორ ქოქოლაძემ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია (სტილი დაცულია): "მას შემდეგ, რაც პროკურატურასთან გარიგებულმა TBC-ბანკმა "ელიტ ელექტრონიქსის" მართვის უფლება უკანონოდ მოიპოვა, შეგნებულად დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი, რომლის საფუძველზეც "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 55% უკანონოდ, 116 ათას ლარად გადაიფორმა, ხოლო ერთი წლის შემდეგ სიმბოლურ ფასად გადასცა ხელისუფლების წარმომადგენლის მიერვე დაფუძნებულ "ელიტ ეფლაიენსს", ამჟამად უკვე პატიმრობაში მყოფს, ჩემს საკუთრებაში დარჩენილი "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 15%-ც აუქციონზე გაიყიდება, სადაც საწყისი ფასი 71 ათასი ლარია. ამით "ელიტ ელექტრონიქსის" დასაკუთრება თაღლითური გზით დასრულდება. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობაში ვარ, ჩემი უფლებებისა და კერძო საკუთრების დასაცავად სტრასბურგის სასამართლოში ვაგრძელებ დავას. გაცნობებთ, რომ აღნიშნული წილის გასხვისება ხორციელდება სრულიად უკანონო განაჩენის საფუძველზე, რომელიც პატიმრობასთან ერთად დამეკისრა".

ამ განცხადებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 15% გასხვისდა, მაგრამ იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიურომ მყიდველი არ დაასახელა(?!).