ლავროვს სააკაშვილი აშფოთებს - კვირის პალიტრა

ლავროვს სააკაშვილი აშფოთებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, კავკასიაში ახალი ავანტიურა მოაწყოს. როგორც ლავროვმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, მოსკოვის შეშფოთებას ისიც იწვევს, რომ საქართველოს დღემდე ნატოს წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს და აგრძელებს შეიარაღების პროცესს. საქართველოდან მიხეილ სააკაშვილი ლავროვის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელშიც ის მოუწოდებდა რუსეთის მოქალაქეებს, არ ჩასულიყვნენ საქართველოში. "რაც მეტ მსგავს განცხადებას აკეთებს ლავროვი, მით მეტი რუსი ტურისტი ჩამოდის საქართველოში. იქნებ ტურაგენტად ავიყვანოთ?", - აღნიშნა სააკაშვილმა.