თარგამაძის ახალი ინიციატივა - კვირის პალიტრა

თარგამაძის ახალი ინიციატივა

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეს გათვალისწინებით საკანონმდებლო ცვლილებებს ამზადებს."ეპისტოლეში ბევრ პრობლემას გაესვა ხაზი, რომელიც რიგით ქართველს და მოქალაქეს აწუხებს - დაწყებული  უმუშევრობით და საპატიმროების გადატვირთულობით დამთავრებული. უმთავრესი პრობლემა მაინც ქვეყნის სულიერი ცხოვრების წესია. "ქრისტიან-დემოკრატებს" მზად აქვთ საკანონმდებლო წინადადებების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, საზოგადოებაში ისტორიულად მიღებული ზნეობრივი ნორმების დამკვიდრებას, ოჯახის პატივისცემას და იმას, რომ თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში თავისუფლება ზნეობრიობასთან შეუსაბამო არ იყოს" -G ამბობს გიორგი თარგამაძე.