კლინტონი ვაშაძეს არჩევნების შესახებ ესაუბრა - კვირის პალიტრა

კლინტონი ვაშაძეს არჩევნების შესახებ ესაუბრა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა."არაერთხელ გვითქვამს, რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირება უნდა მოხდეს, რომ საქართველო არის დემოკრატიის ხმა იმ საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, რომელიც აშშ-სა და თქვენს ქვეყანას აქვს"," - განაცხადა გორდონმა.